ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი - თორნიკე რიჟვაძე

27 აპრილი 2024, 11:32 246 ნახვა

ჩვენი ქალაქი მრავალმხრივ საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა, ბათუმის უნიკალობა ბათუმელებშია, - ამ სითყვებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებას "ბათუმობას" ულოცავს. 

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმმა, სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

"გილოცავთ ბათუმობას! ჩვენი ქალაქის დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი.

 

ბათუმის საერთაშორისო ცნობადობა და პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ქალაქი მრავალმხრივ საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ბათუმის უნიკალობა ბათუმელებშია.

 

ბათუმში ხორციელდება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენმა ქალაქმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტურიზმის, სპორტის, კულტურის, საინვესტიციო მიმართულებით და არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

 

27-28 აპრილს ბათუმი ,,ბათუმობა 2024''-ს ზეიმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში