ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა - დონალდ ტუსკი

27 აპრილი 2024, 20:03 240 ნახვა

ერთ-ერთი რუსული რაკეტა ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

 

ასევე, დონალდ ტუსკმა წინამორბედი, მატეუშ მორავეცკი უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

„ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში