ფრენბურთის კლუბი “ბათუმი” ბრინჯაოს მედლის მფლობელია

03 მაისი 2024, 15:03 367 ნახვა

“ბათუმი” საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმელებმა “ჯიკო” ორივე მატჩში დამაჯერებლად 3:0, 3:0 დაამარცხეს.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული კლუბმა “თბილისმა” მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს “ევროპის უნივერსიტეტი” დასჯერდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში