აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების ერთობლივი განცხადება

16 მაისი 2024, 10:02 355 ნახვა

აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  

ციტატა:   „კანონი ემსახურება თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია“.  

„ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების აღსრულება და ქართველებმა ცალსახად უარყვეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. უცხოური აგენტის კანონი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ანარეკლი, რომელიც აგრძელებს არაკანონიერად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას” - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი