საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა

29 ოქტომბერი 2025, 14:13 147 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა.  ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დაიწყება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ბრიფინგზე შაქარიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია.

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარტიის მიზანია ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და დამოუკიდებელი განვითარების გზის უზრუნველყოფა.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე