„ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი

29 ოქტომბერი 2025, 13:44 110 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დღეს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. ამის შემდეგ დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება. საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება, სასამართლომ დოკუმენტის მიღებიდან  9 თვის შუალედში უნდა გამოაცხადოს. 

სახელისუფლებო გუნდი ერთობლივი სარჩელით „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, აღნიშნული პარტიები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში არიან მხილებული. ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა პარტია გახარია - საქართველოსთვის. გახარიას გუნდმა ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე