მუნიციპალიტეტების ახლადარჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ

29 ოქტომბერი 2025, 12:12 244 ნახვა

მუნიციპალიტეტების ახლადარჩეული მერები დღეიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. არჩევნების შედეგების მიხედვით ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე გახდა 42 ათას 870 ხმით.

დღეიდან მერის თანამდებობას ჩაიბარებს ოფიციალურად ქობულეთის მერიც, ირაკლი ცეცხლაძე, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო ბოლო რამდენიმე თვე.

რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას- ხულოს მერი ვახტანგ  ბერიძეა, შუახევის  ომარ ტაკიძე, ხოლო ქედის მერი  მამუკა თურმანიძე გახდა. 

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შესრულებას დილიდან შეუდგა.

რაც შეეხება საკრებულოებს, ახალი მოწვევის საკრებულოები პირველ სხდომას ხვალ გამართავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე