ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

22 მაისი 2024, 12:27 471 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)


მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი), ჯიმი ტაბიძე (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი).


ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი, საბერძნეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ).


ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 9 ივნისს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს პოდგორიცაში, სადაც მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი