საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხელვაჩაურში

26 მაისი 2024, 17:18 294 ნახვა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ხელვაჩაურში. ისტორიული თარიღი სხვადასხვა ტიპის აქტივობებით აღინიშნა.  ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ.

გაიმართა პატრიოტულ თემატიკაზე მომზადებული მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “მე მიყვარს საქართველო“.

დღესვე დააჯილდოვეს სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები.

ღონისძიების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი