აქცია ისრაელში

02 ივნისი 2024, 14:01 551 ნახვა
00:00
00:00

ანტისამთავრობო აქციების ტალღა არ წყდება ისრაელში. თელ ავივში გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრს ღაზის სექტორში ომის დასრულებასა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე 120 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

დემონსტრანტებმა გამართეს მარში და რამდენიმე ქუჩის ბლოკირება სცადეს, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ცნობისთვის, ირსაელში ანტისამთავრობო აქციები პერმანენტულად იმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში