აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში

14 ივნისი 2024, 15:15 319 ნახვა

დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მესამედ ჩააბარა.

თორნიკე რიჟვაძემ თავისი მოხსენება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრით დაიწყო, ახსენა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა. თქვა ისიც, რომ მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით ქვეყანა ევროპულ ოჯახს დაუახლოვდეს და პარალელურად ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს.

სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ ესწრებოდა, მხოლოდ მმართველი გუნდის წევრი დეპუტატები, რომელთაც ანგარიშის მიმართ შენიშვნა არ ჰქონიათ და თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა არაერთხელ გადაუხადეს.

გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში