ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას მათ მიღწევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი 2024, 16:14 308 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოც უკრაინისა და მოლდოვის რიგებს შეუერთდება.

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მათ მიღწევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ, მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება“, – წერს ზურაბიშვილი.

გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი