„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი

27 ოქტომბერი 2025, 20:26 114 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია.

როგორც კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვალ დეტალურად ისაუბრებს.

„უმრავლესობის სხდომა გაიმართა გაფართოებულ ფორმატში, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ესწრებოდნენ „ევროპელი სოციალისტები“, „ხალხის ძალა“. განსახილველი იყო ერთი საკითხი  – საკონსტიტუციო სარჩელი. საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. მზად არის სარჩელი. პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შევჯერდით, რომ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ  დღეს პარტიის ოფისიდან არ გაკეთებულიყო განმარტება და არ შევსულიყავით დეტალებში. ხვალ, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს, სადაც დასრულებულ და ყველანაირად შეჯერებულ სარჩელზე ისაუბრებს ვრცლად და დეტალურად. ვინაიდან არ იყო ჩართული აქ მხოლოდ „ქართული ოცნება“, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ გამართოს ბრიფინგი და დეტალურად ისაუბროს ხვალ პარლამენტის შენობიდან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე