გაზიფიცირების პროცესი აჭარის სოფლებში

19 ივნისი 2024, 12:07 1349 ნახვა

ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი ხელვაჩაურსა და ქედაში. გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში სადაც აქამდე ბუნებრივი აირით მოსახლეობა ვერ სარგებლობდა.

გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის საფუძველზე, აჭარაში სამუშაოები ასევე მიმდინარეობს  ხულოსა და შუახევშიც.

მომდევნო წლებში, აჭარის რეგიონში, დაგეგმილია დამატებით 31 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, პროცესს ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში