ეროვნულმა ნაკრებმა შემდეგი მატჩისთვის მზადება დაიწყო

20 ივნისი 2024, 10:17 377 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შემდეგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. თურქეთთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, ვისაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. ხვალ კი ვარჯიშის შემდეგ ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება

კიდევ ერთი ისტორიული თამაში ამჯერად  ჩეხეთის ნაკრებთან 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში