ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება

31 მარტი 2017, 00:00 1775 ნახვა

თემა, რომელიც უკვე წლებია აქტუალურია- გონიოს მიწები. ოჯახებს დაკანონებული ნაკვეთები, სამი წლის შემდეგ უკანვე ჩამოართვეს. 2007 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 271 ოჯახს მიწა საკუთრებაში გადასცა. ოჯახები სასამართლოში დღემდე დავობენ.  მოსამართლემ დღეს 4 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა და უკანონოდ ცნო, ერთი წლის წინ, ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოჯახების ნაწილს საკუთრების დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში