პოკროვსკზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

25 ივნისი 2024, 08:41 218 ნახვა

უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.  დაღუპულია  ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულები, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ განმეორებითი სარაკეტო დარტყმა  იმავე ტერიტორიაზე მოხდა.

მედიკოსის თქმით,  სწორედ განმეორებითი  დარტყმის შედეგად მიიღო დაშავებულთა უმრავლესობამ მძიმე  დაზიანებები. 

რუსულმა ჯარებმა ორი ისკანდერ-მ ტიპის ბალისტიკური რაკეტა ესროლეს  უკრაინულ ქალაქს, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 24 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი