წნევის გაზომვის აქცია ქობულეთში

10 აგვისტო 2024, 17:59 516 ნახვა

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია შემაჯამებელი ღონისძიებით  დასრულდა. მოქალაქეებთან ბოლო შეხვედრა  სპეციალისტებმა ქობულეთის ცენტრალურ პარკში მოაწყვეს. ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიას, მაღალი არტერიული წნევის ფენოტიპების იდენტიფიცირებისა და მართვის პრინციპებს.

ექიმები მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას პირისპირ შეხვედრით ახდენდნენ.  მოსახლეობის    ინფორმირებულობა,  ჰიპერტენზიის თავიდან აცილება, მისი დროული გამოვლენა  და მართვამნიშვნელოვანია, რადგან დაავადება ხშირად  უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

წნევის კონტროლი  აუცილებელია, რადგან სასურველია, ჰიპერტენზია მანამდე გამოვლინდეს, სანამ წნევისა და სამიზნე ორგანოების დაზიანების სიმპტომები შესამჩნევი გახდება.

ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას საქართველო 2017  წლიდან შეურთდა. ღონისძიების ორგანიზატორია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში