2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა

30 აგვისტო 2024, 12:18 277 ნახვა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი 7 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.7%-ია. მათივე ცნობით, ივლისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 29.5%-ით. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში