დღეს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

07 სექტემბერი 2024, 09:34 456 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველო და ჩეხეთი ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირველად ეს სულ ცოტა ხნის წინ, 22 ივნისს მოხდა. ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 

საქართველო ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი ამავე რეიტინგში 47-ე პოზიციას იკავებს.

შეხვედრის მთავარი მსაჯი კი ორელ გრინფელდი იქნება.

დღევანდელი მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში