რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 6 და დაშავდა 6 ადამიანი - უცხოური მედია

01 ოქტომბერი 2024, 13:08 219 ნახვა

რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ერთ-ერთ ბაზარს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალურ პროკურატურასა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსები ქალაქს დილის 9 საათზე დაესხნენ თავს. ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მტრის სისასტიკისა და სისაძაგლისა“, – აღნიშნა ალექსანდრ პროკუდინმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დაშავებულიდან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში