ტრამპის უარი ორბანს

01 ნოემბერი 2025, 14:11 168 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან უნგრეთის გათავისუფლებაზე ვიქტორ ორბანის პირადი თხოვნის მიუხედავად  უარი განაცხადა.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად დაადასტურა, რომ ორბანმა მას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პირადად მიმართა, თუმცა როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, პრემიერის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

მანამდე, ვიქტორ ორბანი იმედს გამოთქვამდა, რომ 7 ნოემბერს ტრამპთან შეხვედრისას შეძლებდა მის დარწმუნებას, არგუმენტად კი უნგრეთის მაღალ დამოკიდებულებას დაასახელებდა მილსადენებით მომარაგებულ ენერგორესურსებზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე