სააგენტო „როიტერი“ - უკრაინამ პოკროვსკში სპეცრაზმი შეიყვანა  

01 ნოემბერი 2025, 10:31 142 ნახვა

უკრაინამ  სპეციალური დანიშნულების რაზმები ქალაქ პოკროვსკის იმ ნაწილებში გადასხა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერი“ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სპეცრაზმელები კვირის დასაწყისში შეიყვანეს, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე კიევის ძალები ალყაში მოაქცია.

მედიის ინფორმაციით, ოპერაციას, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მეთვალყურეობდა. სააგენტო წერს, რომ ოპერაცია აჩვენებს, თუ როგორ იბრძვის უკრაინა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში, რაც ამ თვეში რუსებმა მისი პერიმეტრი გაარღვიეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში პოკროვსკის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აგრძელებენ ოკუპანტის განადგურებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე