ვითარება ახლო აღმოსავლეთში

01 ნოემბერი 2025, 14:05 107 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასულ ღამეს სამხრეთ ლიბანში განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ელიტური ოპერატიული წევრი დაიღუპა.

უწყებაში მებრძოლის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მას ისრაელის წინააღმდეგ მრავალ ტერორისტულ ოპერაციაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ დაღუპული „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე