ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა

18 ოქტომბერი 2024, 09:43 363 ნახვა
00:00
00:00

აშშ-ის პრეზიდენტი ბერლინში ჩავიდა. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენის ქვეყნის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება.

მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავენ. ცნობისთვის, ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა პრეზიდენტმა ის ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადადო, რომლის შედეგადაც შტატებში ასობით ადამიანი დაიღუპა.

ბაიდენის ვიზიტის გამო ბერლინში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი