ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა

28 ნოემბერი 2025, 09:10 65 ნახვა

128-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულია 75-ზე მეტი ადამიანი, 300-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს კომპლექსში, სადაც უახლესი აღწერის მონაცემების მიხედვით, 4600-მდე პირი ცხოვრობს.

ჰონგ-კონგის პოლიცია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი კორპუსებში გაჩენილი ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სახიფათო ხარაჩოები და ქაფის მასალები ყოფილიყო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში