ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

12 ნოემბერი 2024, 10:08 239 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არეულობა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა. მათი გათავისუფლების მოთხოვნით გუმისთას ხიდი გადაკეტეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გვიან ღამით ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მოგვიანებით სოხუმის "თავისუფლების მოედანზე" გადაინაცვლეს. 

ასევე ცნობილია, რომ 15 ნოემბერს, როცა ე.წ. პარლამენტს რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა, პარალელურად ოპოზიციამ  აქცია დაგეგმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტის მიღება საზიანო იქნება ეკონომიკისთვის და საფრთხეს შეუქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში