''დასრულდეს ქუჩაში ყოფნის ათი წელი'' - საპროტესტო აქცია

20 აპრილი 2017, 00:00 3354 ნახვა

ბათუმში 20 მდე ოჯახი ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვს. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სამშენებლო კომპანია  „შპს ჰოლდერმა“ 2008 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიწყო მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა უკვე მეათე წელია მშენებლობა შეჩერებულია.  „ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, უამრავი კიდე ქუჩაში დარჩა იმის გამო, რომ ბინის ქირასაც არ გვიხდის კომპანია, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, ბათუმის მერი შეგვხვდეს, გადაიბაროს აღნიშნული სახლის მშენებლობა და დაასრულონ აღნიშნული შენობა" -  აცხადებს აქციის მონაწილე ნუგზარ ჩხაიძე.

ჩხაიძის თქმით, ოჯახებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა.  „სასამართლომ დაავალა კომპანიას, რომ დაესრულებინა მშენებლობა და გადაეცა დაზარალებულებისთვის თავიანთი ფართები, თუმცა კომპანიამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და ბოლოს სასამართლომ ორივე მხარეს ურთიერთშეთანხმებისკენ მოუწოდა, მაგრამ აზრი არ აქვს“.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. ბაკურიძე ამბობს, რომ მერიამ უნდა გადაიბაროს აღნიშნული შენობა, დააკმაყოფილოს დაზარალებულების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გაგარძელდება.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ , რომ კერძო სახის დავაა და მერი ვერ ჩაერევა.

ჭავჭავაძის ქუჩა.მოქალაქეები მშენებარე ბინის დასრულებას ითხოვს.  ფოტო:როინ გუნდაძე 

ჭავჭავაძის ქუჩა.მოქალაქეები მშენებარე ბინის დასრულებას ითხოვს.  ფოტო:როინ გუნდაძე 

ამავე კატეგორიაში