ტურისტების გაზრდილი რაოდენობა

21 აპრილი 2017, 00:00 2721 ნახვა

გასულ წელს რეგიონს 900 ათასამდე ტურისტი ეწვია. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. ამბობენ, რომ უწყებასთან ყველა სასტუმრო არ თანამშრომლობს, ეს მათ კანონმდებლობით არ ევალებათ, შესაბამისად ტურისტების რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე დღეს დასახელდა. დეპარტამენტში პირველი კვარტლის ანგარიშიც წარადგინეს.

წელს პირველად, რეგიონს რეკლამირებას 16 ქვეყანაში გაუწევენ, რაშიც 5 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. როგორ ითვლის დეპარტამენტი ტურისტებს და რას უკავშირებენ ექსპერტები სასტუმროების მხრიდან ტურისტების შესახებ ინფრომაციის მიუწოდებლობას?

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში