,,მუსიკალური ბათუმი ათენში“ - საბერძნეთში, „მარია კალასის“ ოლიმპიურ დარბაზში გალა კონცერტი გაიმართა. აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით სოლისტებთან ერთად, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს.
ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.