საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული თამბაქო ამოიღო

24 აპრილი 2017, 00:00 6419 ნახვა

საბაჟო კონტროლისაგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადატანის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საუბარია განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე, 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი  მასტერ-ი გადაიტანეს.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

 

ამავე კატეგორიაში