მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას პროცესის მეორე დღე

26 აპრილი 2017, 00:00 2923 ნახვა

აქციის ორი მონაწილის დაკავება, თუ ორ პოლიტიკურ ძალასა და ორ ძალოვან უწყებას შორის დაპირისპირება? რაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წევრები მერაბ ღოღობერიძის დაკავებიდან მესამე დღეს? წინასწარ პატიმრობაშია ირაკლი ჩხვირკიაც, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიიდან გარიცხა, თუმცა მხარდაჭერის მიზნით, ყოფილი თანაპარტიელები გუშინ სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდნენ. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას ესწრებოდა მმართველი გუნდის წევრიც.

“ბათუმის აქციის საქმეზე”, სისხლის სამართლის ბრალდებით, კიდევ 18 პირი იმყოფება პატიმრობაში, თუმცა, გუშინდელი სხდომა ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეული იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ინტერესი მაღალია არამარტო მედიაში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში