საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრადლებით ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს კიდევ 16 პირი დააკავეს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კი, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი, უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
„უცხოეთში მყოფ ორ პირს რაც შეეხება, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია, მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი არის დაშავებული. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე