პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ექვს პირს, მათ შორის ერთ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, 350 ათასს დოლარამდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს.
საქართველოში შემოტანილი თანხა ბრალდებულებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით და მისი სახელის გამოყენებით უნდა დაეკონვერტირებინათ კრიპტოვალუტაში და სახეცვლილი აქტივი, მისი განთავსების და მასზე საკუთრების უფლების დამალვის და შენიღბვის მიზნით, მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ კრიპტო საფულეებზე გადაერიცხათ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე