ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

03 მაისი 2017, 00:00 2902 ნახვა

სამართალდამცველებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ორმა მოქალაქემ, ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

ამავე კატეგორიაში