აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. ერთი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოთხი კი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ამავე რესტორანში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს ინვენტარი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე