საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ე.წ. ფოტოგრაფების საქმე განიხილება

30 აპრილი 2025, 10:19 83 ნახვა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმე საგამოძიებო კომისიის ინტერესში - წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და წლების შემდეგ გამართლებულ ფოტორეპორტიორებს დღეს პარლამენტში ელოდებიან.

ნათია და ირაკლი გედენიძეებმა, ასევე გიორგი აბდალაძემ, თავიანთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა მისცენ.

შეგახსენებთ, 14 წლის წინ, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელახალი გამოძიებით გამართლდნენ.

დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში