ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1527-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ანგარიშში ალენ ბერსე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს.
იგი მიესალმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას საქართველოს მხრიდან და მტკიცედ დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო მანდატის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.
გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების შესვლის შეზღუდვის გამო.
სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა, რომელმაც სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.