პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს

02 მაისი 2025, 10:06 144 ნახვა

რამდენიმე წუთში საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. კომისია დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს.  გამოძიებით დადასტურებულია, რომ  2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციის დროს,  კუდის დირექტორის, დათა ახალაიასა და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის, გია დგებუაძის თანამონაწილეობით მოკლეს ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული სამი ახალგაზრდა, ისინი აჭარიდან იყვნენ. 

საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის პატიმრობა განესაზღვრათ. კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიწვეულნი არიან მიხეილ ართმელაძე და ოთარ სურმანიძე. პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ოჯახის წევრების უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით გამოიკითხებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში