ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება 3-დღიანი ზავის შესახებ

03 მაისი 2025, 17:57 141 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. პრეზიდენტის თქმით, პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 9 მაისს მოსკოვში მიდის ან აპირებს წასვლას.
„თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება რაღაც მოიმოქმედოს და შემდეგ ბრალი უკრაინას დასდოს.
ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისთან დაკავშირებით გამოცხადებულ სამდღიან ზავს „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში