ქალაქის მთავარი დღესასწაული გრძელდება, ბათუმის ბულვარში მუსიკალური ნომრების პარალელურად დღეს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება და საპატიო ბათუმელებს გამოავლენენ.
დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები, გალა კონცერტი საღამოს შვიდი საათიდან დაიწყება და სცენას სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით დაიკავებს, ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი თუ მოწვეული მუსიკოსები.