კულტურის მინისტრის შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

05 მაისი 2025, 17:55 164 ნახვა

რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება აჭარაში - საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მერიაში, აჭარის კულტურის მინისტრმა ხელვაჩაურის მერს მოადგილეებთან ერთად პროგრამული ნაწილი გააცნო, დაიგეგმა სამომავლო პერსპექტივებიც, შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მინისტრს ხელვაჩაურში მოქმედი ანსამბლებისა და კულტურული პროგრამების , ასევე სამუსიკო მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ეს აჭარის კულტურის სამინისტროს პირველი გასვლითი შეხვედრა იყო მუნიციპალიტეტში, ხვალ შეხვედრა ქობულეთში შედგება

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში