ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე QR კოდები განათავსეს

06 მაისი 2025, 11:38 143 ნახვა

ბათუმში შენობებზე, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს  QR  კოდები  განათავსეს.

სამუშაოები თითქმის დასრულებულია და  ჯამში QR  კოდი  200-ზე მეტ ობიექტს ექნება. მობილური ტელეფონით კოდის დასკანერების შემდეგ  ავტომატურად იძებნება სააგენტოს ოფიციალური ვებ -გვერდი, რომლითაც კონკრეტული ძეგლის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.  

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ  სააგენტომ  QR კოდები  თავდაპირველად სატესტო  რეჟიმში, საკუთარი  ბიუჯეტით  შენობების მცირე ნაწილზე განათავსა, რასაც ტურისტების მხრიდან  განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა.  

მოგვიანებით კი  QR დაფები და  მათი განთავსების მომსახურება  ტენდერის გზით  შეიძინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში