ბოლივიაში ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ

06 მაისი 2025, 12:09 54 ნახვა

ბოლივიის კოჩაბამბის ქალაქში ზედიზედ მეორე  კვირა ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული  კონფლიქტის გამო ნაგავი არ გააქვთ.  მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიკეტა, რის გამოც  ქალაქი ნარჩენების გატანის ალტერნატივის გარეშე დარჩა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ  კიდევ ერთი საგანგებო ნაგავსაყრელი მოაწყო მეზობელ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მოსახლეობამ ის დაკეტა. გამართეს აქციაც  და  ქუჩები გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ნაგავსაყრელი ბავშვებისთვის ინფექციის საფრთხეა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში