ისრაელი და ჰამასი ტრამპის გეგმის პირველი ფაზის შესრულებას დათანხმდნენ

09 ოქტომბერი 2025, 11:08 104 ნახვა

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მუდმივი მშვიდობისკენ - წერს დონალდ ტრამპი.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ „შვიდი ომი დაასრულა და მერვეს დასრულებასთანაც ახლოს არის“.

„ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთთან დაკავშირებულ სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რომელიც საშინელებაა. ამას დავასრულებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, „ისტორიაში ამდენი კონფლიქტი არავის დაუსრულებია“.

აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს, თუმცა უცნობია  კონკრეტულად რომელ ქვეყანას ეწვევა ტრამპი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე