საფრანგეთი ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია

09 ოქტომბერი 2025, 10:09 80 ნახვა

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა 48 საათში დაასახელონ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სებასტიან ლეკორნუმ ფრანს 2-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ემანუელ მაკრონზეა დამოკიდებული, თუ ვის დაასახელებს ამ თანამდებობაზე. 

ლეკორნუს თქმით, სადავო საპენსიო რეფორმა ახალი მთავრობის ფორმირების მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე მაკრონის შესაძლო გადადგომის შესახებ, ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ახლა ამის დრო არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე