"მარეთობა" დღესასწაული

06 მაისი 2025, 18:03 172 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულ ,,მარეთობას” დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. სახალხო დღესასწაულს შუახევის მერი, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ,,საპატიო მარეთელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ჯილდო წარმატებულ პედაგოგებს, წარჩინებულ ახალგაზრდებსა და სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა გაიმართა, მათ შორის მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში