გიორგი მამალაძე  პატიმრობაში  რჩება

06 მაისი 2017, 00:00 1753 ნახვა

“ბრალდებამ საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.” აცხადებს  მოსამართლე ბადრი შონია. ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულს ადვოკატების მიერ წარდგენილი 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. მათ შორის ერთი სწორედ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხებოდა. ბრალდბეული პატიმრობაში დატოვეს.

საქმის არსებითი განხილვა 19 მაისს  გაიმართება. მიუხედავად დაცვის მხარის და ბრალდებულის წინააღმდეგობისა, სხდომა ბრალდების მოთხოვნით დაიხურა. არგუმენტი დეკანოზის პირადი ცხოვრების დეტალები იყო. შეგახსნებთ, ბრალდებული მიდინარე წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას გამოძიება მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლაში სდებს ბრალს.

ამავე კატეგორიაში