თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული - შსს

26 ოქტომბერი 2025, 16:26 150 ნახვა

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, თემქის დასახლებაში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი, 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

 

დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

 

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან, 2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე