რუსეთის ქვანახშირის გამამდიდრებელ ქარხანაში მეთანი აფეთქდა

07 მაისი 2025, 13:52 127 ნახვა

რუსეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქვანახშირის გადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომპანია „მეჩელმა“ განაცხადა, რომ ნერიუნგრიში მდებარე მისი ქვანახშირის გადამამუშავებელი ქარხნიდან მუშების ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა,  რაც მზა პროდუქციის საწყობში მეთანის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

იაკუტიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის  ხანძარი ჩააქრეს. დაზიანებულია საწყობები, შენობები და კონვეიერის ლენტი. ხანძრის ჩაქრობაში 50-ზე მეტი მეხანძრე და 12 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში